სწავლებისა და სწავლის მეთოდები
სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდერთი მეთოდით. საგნის ხელმძღვანელს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდისგამოყენება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. მაგ., ლექციაზე ლექტორისალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავსვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობისშესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით,ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვა. ამრიგად, სწავლება‐სწავლის პროცესში მეთოდებიერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარეაირჩიეთ სწავლების შესაბამისი ვარიანტი.
კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლების და სწავლის პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები:
- ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი, იგულისხმება ლექციისა და სემინარის ზეპირიგადაცემა ან Power Point –ით პრეზენტაცია;
- წიგნზე მუშაობის მეთოდი - დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის გაცნობა, დამუშავება და ანალიზი;
- წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც მოიცავს ტესტურ მუშაობას, ქვიზების, სავარჯიშოებისადა ამოცანების ამოხსნას, ძირითადი და დამატებითი სასწავლო ლიტერატურიდანკონსპექტების, თეზისების, ესეებისა და რეფერატების მომზადებას;
- ჯგუფში დისკუსია/დებატები, რაც ითვალისწინებს სტუდენტების კამათში გამოწვევას,ინტერაქტიული ლექციის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირებას;
- გუნდური მუშაობა, რაც ითვალისწინებს აკადემიურ ჯგუფებში 5-6 კაციანი გუნდებისჩამოყალიბებას, გუნდებში ლიდერული უნარების მქონე პიროვნებათა გამოვლინებას, გუნდების მიერ სემინარებისა და დროში გაწერილი სასწავლო-შემოქმედებითი პროექტებისერთობლივ პრეზენტირებას, გუნდებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას;
- თანამშრომლობითი მეთოდი, როცა ხდება სტუდენტთა ცოდნისა და გადმოცემის უნარის ურთიერთშეფასება, სტუდენტთა თვითშეფასების გამოყენება საბოლოო შეფასების ფორმირებისას;
- შემთხვევების განხილვა და ანალიზი (case-studies), რომელიც აღწერს ისეთ კონკრეტულსიტუაციებსა და პრობლემებს, რომლებიც საჭიროებენ განსჯას. ეს მეთოდი ემსახურებასტუდენტთა ლოგიკური აზროვნების წახალისებას;
- გონებრივი იერიში გულისხმობს სტუდენთა გონებრივი შესაძლებლობების რეალიზაციისსტიმულირებას, რომლის დროსაც ერთი საკითხის ირგვლივ ხდება სტუდენტთა სხვადასხვაიდეების გენერირება და მათი კლასიფიკაცია პრიორიტეტულობის მიხედვით
- ინდუქციის, დედუქციის, ანალიზისა და სინთეზის მეთოდი, რომელიც გამოიყენებასტატისტიკური და ეკონომიკური მოვლენების აღწერისას;
- დემონსტრირების მეთოდი იყენებს ბეჭდური და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისმასალებს, სასწავლო ფილმებს, ინტერნეტ წყაროებს, აუდირებას, ცალკეული მოქმედებების დემონსტრირებას ლაბორატორიული მუშაობის დროს (საოფისე პროგრამები) და სხვა
- ლაბორატორიული მუშაობის მეთოდი - გულისხმობს ვიდეო მასალის, დინამიკური ხასიათის მასალის ჩვენებას, პედაგოგისა და სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარის დემონსტრირებას და სხვა;
- ახალი ინფორმაციის/მასალის დამოუკიდებლად მოძიება და საშინაო დავალებების ჯგუფური განხილვა;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს კონკრეტულ პრობლემას;
- ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება -პედაგოგისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობა სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია;
- როლური და სიტუაციური თამაშები - თამაშის ტიპის მეთოდი, რომლებიც მოიცავენ საქმიან (როლურ) თამაშებს, სასწავლო თამაშებს, სათამაშო სიტუაციებს (სიტუაციურ თამაშებს), სათამაშო ხერხებსა და პროცედურებს.
- ახსნა-განმარტებითი მეთოდი - მსჯელობა მოცემული საკითხის ირგვლივ, პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვა ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
- და სხვა;
0 comments:
Post a Comment