ონ დიუი - გამოცდილებით სწავლა და სოციალური ინტერაქცია | 08 თებერვალი 2013 |
ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის (X1X ს. ბოლო XXს. პირველი ნახევარი) სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპებს წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და სოციალური ინტერაქცია. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა კვლევით, საკუთარი გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.
ჯონ დიუიმ 1896 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ჩამოაყალიბა დაწყებითი სკოლა (მოგვიანებით სრული), რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიას უფრო გავდა. იგი, სწავლების ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, იყენებდა ფართო მასშტაბიან ჯგუფურ პროექტებს: ექსკურსიები, ბუნებაში მოგზაურობა, კულინარია, კერვა, ქსოვა, დურგლობა, მეტალების გადადნობა. ასე სწავლობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა.
მასწავლებელი იყო გიდი, მოსწავლეებს უზრუნველყოფდა მასალით და აძლევდა ზოგად მითითებებს. სასწავლო გეგმები იყო ინდივიდუალური, ეკითხებოდა მოსწავლეებს რისი სწავლა სურდათ და გულისხმობდა ბავშვის მთლიან პიროვნულ განვითარებას: ინტელექტუალურს, მორალურს, სოციალურს, პროფესიულს. |
Saturday, 24 January 2015
გამოცდილებითი სწავლება
მეთოდები
სწავლებისა და სწავლის მეთოდები
სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდერთი მეთოდით. საგნის ხელმძღვანელს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდისგამოყენება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. მაგ., ლექციაზე ლექტორისალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავსვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობისშესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით,ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვა. ამრიგად, სწავლება‐სწავლის პროცესში მეთოდებიერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარეაირჩიეთ სწავლების შესაბამისი ვარიანტი.
კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლების და სწავლის პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები: