Saturday 24 January 2015

გამოცდილებითი სწავლება

ონ დიუი - გამოცდილებით სწავლა და სოციალური ინტერაქცია 08 თებერვალი 2013

ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის (X1X ს. ბოლო   XXს. პირველი ნახევარი) სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპებს წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და   სოციალური ინტერაქცია. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა კვლევით, საკუთარი გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.
 ჯონ დიუიმ 1896 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ჩამოაყალიბა დაწყებითი სკოლა (მოგვიანებით სრული), რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიას უფრო გავდა. იგი, სწავლების ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, იყენებდა ფართო   მასშტაბიან ჯგუფურ პროექტებს: ექსკურსიები, ბუნებაში მოგზაურობა, კულინარია, კერვა, ქსოვა, დურგლობა, მეტალების გადადნობა. ასე სწავლობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა.
მასწავლებელი იყო გიდი, მოსწავლეებს   უზრუნველყოფდა მასალით და აძლევდა ზოგად მითითებებს. სასწავლო გეგმები იყო ინდივიდუალური, ეკითხებოდა მოსწავლეებს რისი სწავლა სურდათ და გულისხმობდა ბავშვის მთლიან პიროვნულ განვითარებას: ინტელექტუალურს, მორალურს, სოციალურს, პროფესიულს.

მეთოდები

სწავლებისა და სწავლის მეთოდები
სწავლების პროცესშირომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდერთი მეთოდით. საგნის ხელმძღვანელს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდისგამოყენებახშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმასმაგ., ლექციაზე ლექტორისალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენსრომელსაც თან ახლავსვერბალური განმარტებაიმართება დისკუსიასტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობისშესასრულებლად მიეცემა დავალებარომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით,ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვაამრიგადსწავლებასწავლის პროცესში მეთოდებიერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიანკონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარეაირჩიეთ სწავლების შესაბამისი ვარიანტი. 
კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე  სწავლების და სწავლის პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები: